უძრავი ქონება ავლაბარში, ქალაქის ისტორიულ უბანშია. გამართული ინფრასტრუქტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი მოთხოვნადი და საინტერესოა როგორც საცხოვრებელი, ასევე როგორც საინვესტიციო კუთხით. აქ არსებული გასაქირავებელი ბინები მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. გასაყიდი ბინა მეშვიდე სართულზეა შთამბეჭდავი ხედებით მთელ ქალაქზე. მისი საერთო ფართი 157 კვ.მ. შეადგენს. აქედან ტერასას 50 კვ.მ. უკავია. გეგმარების მიხედვით ბინაში ორი საძინებელი, ორი აბაზანა-ტუალეტი, სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი და ჰოლია.რემონტი ნათელ - ღია ფერებშია. ჩაშენებულია სამზარეულო სრული ტექნიკით.