ბინა მდებარეობს ახალ აშენებულ, თანამედროვე სახლში, M2–ის საცხოვრებელ კომპლექსში, კარტოზიაზე, იპოდრომის მიმდებარედ. კომპლექსი არის დაცული, დაცვის მეთვალყურე 24სთ–ის განმავლობაში. ეზო გამწვანებული მწვანე ნარგავებითა და საბავშვო სკვერებით. მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები დაცვასთან ჩამწერი სისტემით. სადარბაზო მოპირკეთებული, 2 თანამედროვე ლიფტით. ბინა მდებარეობს 22–ე სართულზე, არის გამჭოლი, გარემონტებული. გაყვანილია ცენტრალური გათბობა. მოიცავს დიდ ოთახს, იზოლირებულ სამზარეულოს, 4 საძინებელს, 2 სველ წერტილს და სამრეცხაოს. დიდი ოთახი და სამზარეულო გადის აივანზე, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები ქალაქზე. აქვს პარკინგი ერთ მანქანაზე სახლის პირველ სართულზე.