ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე, ლისის ტბიდან 2 კილომეტრში, მშვიდი და გამორჩეულად ეკოლოგიურად სუფთა გარემო.საპროექტო ტერიტორია მოიცავს 7100 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა), სადაც ერთიანდება 20 კერძო სახლი, ინდივიდუალური, კეთილმოწყობილი ეზოთი და ტერასით. პროექტით გათვალისწინებულია სამი განსხვავებული კონცეფციის, სხვადასხვა კვადრატულობის სახლი 1) თაუნჰაუსი-შეწყვილებული ტიპის სახლები, იზოლირებული ეზოთი, დიდი ზომის ტერასით, საცხოვრებელი ფართი 105 კვადრატიდან. 2) ვილა--დამოუკიდებლად მდგომი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით, საცხოვრებელი ფართი 182.5 კვადრატიდან. 3) პრემიუმ ვილა-ინდივიდუალურად მდგომი სახლი, იზოლირებული ეზოთი, ტერასითა და აუზით. საცხოვრებელი ფართი 266.5 კვადრატიდან.მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო და 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. მოცემული პერიოდის განმავლობაში სახლები, ახალ მობინადრეებს ეტაპობრივად ჩაბარდება.საცხოვრებელი სახლის ჩაბარების პირობები, მწვანე კარკასი ითვალისწინებს:
დასრულებული ფასადი;
აივნები შუშის მოაჯირებით;
ალუმინის კარ-ფანჯარა;
რკინა-ბეტონის შიდა კიბე;
საბოლოო წერტილამდე მიყვანილი ელექტროობა;
დაქსელილი წყლის, კანალიზაციისა და ცენტრალური გათბობის მილები;
რკინისა და ხის ღობე,დამონტაჟებული ჭიშკრითა და ცენტრალური შესასვლელი კარით;
ტერასა გაწყობილი გრანიტის ფილებითა და ჰიდროიზოლაციით;