იყიდება კერძო სახლი ზუგდიდის ცენტრში, მიწა 1200 კვ.მ. სახლის ფართი 380.00 კვ.მ. ვერანდა: 99 კვ.მ. სახლი არის 2 სართულიანი წითელი აგურით ნაშენები, დაგებულია საუკეთესო მუხის პარკეტი, შიდა ოთახშორისი წაბლის 2.9 მ სიმაღლის კარებით. გეგმარებით 7 ოთახი, აქვს 2 სამზარეულო პირველ და მეორე სართულებზე. პარკინგი ავტოფარეხში გათვლილია 2 მანქანაზე. სახლს აქვს დამატებითი სათავსო 200 კვმ ფართობის, რის თავზეც შესაბამისი ფართის ვერანდაა. წინა და უკანა ეზოში გაშენებულია ხეხილი. ეზოში არის ჭა. სახლს აქვს ასევე სხვენი, სარდაფი. ოთახებში იზოლირებულად გაყვანილია სავენტილაციო არხები. ოთახების და სველი წერტილების განლაგება იძლევა ორივე სართულის დამოუკიდებლად გამოყენების საშუალებას. სახლი გამოდგება როგორც საცხოვრებლად, ასევე სასტუმროსთვის. შესაძლებელია ასევე ავეჯით გაყიდვა.