იყიდება 2 სართულიანი კერძო სახლი დიღომი 7- ში, 450 კვ.მ საცოვრებელი ფართი, მიწა 1100 მ2 არასასოფლო დანიშნულების. 7 ოთახი, კეთილმოწყობილი ავეჯით და ტექნიკით, აქვს 4 საძინებელი, 4 სველი წერტილი, 1 საგარდერობე ოთახი, 1 დიდი მისაღები ოთახი ინგლისური ბუხრით, სამზარეულო, საბილიარდო და სატრენაჟორო. ყველა ოთახი აღჭურვილია კონდიციონერით, 1 სართულზე სახლს აქვს 3 დიდი ტერასა, 2 სართულზე ღია აივანი-კოშკი. ულამაზესი ეზო, ეზოს წინა ნაწილში განთავსებულია 15 წლიანი დეკორატიული ნარგავები, უკან კი ხეხილის ბაღი, ეზოში არის ცალკე მდგომი დაცვის ოთახი თავისი სველი წერტილით, 6 მანქანის სადგომი კრამიტით გადახურული, მანქანის სადგომის კარი იღება პულტით, უკანა ეზოში განთავსებულია მარანი, ღია თონე, საქვაბე და გენერატორის შენობა (გენერატორი უზრუნველყოფს მთელი სახლის და ეზოს განათებას). სახლი აღჭურვილია დაცვის სისტემით.