ტაბახმელაში ყველაზე დიდ და მწვანე კომპლექსში გათავაზობთ თაუნჰაუზს. საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს თბილისთან ახლოს, გაშენებულია 100,00 კვ.მ ფართობზე. ულამაზესი ხედებით მთებზე, ტყესთან ახლოს და მოიცავს სხვადასხვა ზომისა და დიზაინის 256 აპარტამენტსა და 100-მდე მდიდრულ მწვანე ვილას, სპორტულ მოედნებს, სპა ცენტრსა და საცურაო აუზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სავაჭრო ცენტრს, მაღალი კლასის სასტუმროებს, კაფე-რესტორნებს, საცხენოსნოსა და სხვა. დამონტაჟებული იქნება წყლის გამწმენდი თანამედროვე ეკო-მოწყობილობა.
თაუნჰაუსი რომელსაც გთავაზობთ არის 202,2 კვ.მ. საცხოვრებელი 151,6 კვ.მ. ეზო 200 კვ.მ. უკვე აშენებულია და ექსპლუატაციაში ჩაბარდება ივლისში.
გეგმარება: 1 სართული- შესასვლელი ჰოლი, სამზარეულო+სასადილო ოთახი, მეორე სართული-კორიდორი, აივანი, სამი საძინებელი ერთი საკუთარი სველი წერტილით + აივანი, ორი საძინებელი საეთო აივნით, ერთი საერთო სველი წერტილი. მესამე სართული-კორიდორი, დიდი ტერასა, აივანი, 1 საძინებელი საკუთარი სველი წერტილი+აივანი.
ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით