საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში მდებარე სახლის სამი სართული კომერციულ ფართებს ეთმობა. მეორე სართულზე მდებარე ფართი 179,6 კვ.მ. საიდანაც შიდა ფართი 152,6 კვმ, ხოლო ტერასა 27 კვ.მ.. სამშენებლო კომპანია ფართს სთავაზობს შემდეგი პირობებით: „ჭკვიანი" მართვის ცენტრალური სისტემა, რკინის კარი დამატებითი აქსესუარებით, მოჭიმული იატაკი დათბუნებით, სითბოს და ხმის იზოლაციით, შიდა ტიხრები - გამზადებული სამღებრო სამუშაოებისათვის,ალუმინის კარ - ფანჯარა, სანტექნიკა - მიყვანილი მოხმარების წერტილებამდე, ელექტრო ავტომატი, ელექტრო გაყვანილობა, დაქსელილი მილები, ყინვაგამძლე გრანიტით მოპირკეთებული აივანი, კარის გაღება-დაკეტვის სენსორი და სხვა.