უძრავი ქონება წარმოადგენს ვაკის პარკი სიახლოვეს არსებული ბიზნესცენტრის პირველ სართულზე განლაგებულ კომერციულ ფართს. კუთხის მდებარეობის მქონე სივრცე ექვსი ფანჯრით გამოდის შენობის ფრონტზე. შესაძლებელია ამ ფანჯრების გადიდება და ვიტრაჟებად გადაკეთება, არის ნებართვაც მერიის არქიტექტურის სამსახურიდან. შიდა ფართი ორ სართულზეა გადანაწილებული პროპორციულად: 300 + 300 კვ.მ. ფართში ფუნქციონირებდა კლინიკა და შესაბამისად დერეფნული წყობის ოთახები უზრუნველყოფილია წყლის და კანალიზაციის ქსელით.