ოფისი მდებარეობს ტიფლის ბიზნეს თაუერში, სპორტის სასახლის უკან. ეს არის 16 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა, სადაც განთავსებულია როგორც საოფისე, ასევე კომერციული დანიშნულების ფართები.
ოფისი არის გარემონტებული, ფართით 180კვ.მ. გაყვანილია ცემტრალური გათბობა, აქვს ცალკე იზოლირებული სამზარეულო, ორი სველი წერტილი და აივანი.
ოფისების სარგებლობაში არის:
— რეგისტრატურა
— ჩქაროსნული და უხმო ლიფტები უწყვეტი დენის წყაროთი
— ორდონიანი, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომი
— ტექნიკური და სანიტარული მომსახურება
— 24 საათიანი დაცვის სამსახური
ტიფლის ბიზნეს თაუერის ბოლო სამ სართულზე განტავსებულია 50 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო.
სასტუმროს ნომრებიდან იშლება თბილისის არაჩვეულებრივი ხედი.
ტიფლის თაუერში ორი სხვადასხვა ზომის საკონფერენციო დარბაზია.
— დიდი საკონფერენციო დარბაზი 120 ადამიანს იტევს. აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და უკაბელო ინტერნეტით (WiFi)
— პატარა საკონფერენციო დარბაზი 40 ადამიანს იტევს. აღჭურვილია ულტრა-თანამედროვე ტექნიკით, მიკროფონებითა და ვიდეო აპარატურით, უკაბელო ინტერნეტით (WiFi)
— ლობი ბარი განთავსებულია ბიზნეს ცენტრის პირველ სართულზე. ფუნქციონირებს როგორც სამუშაო, ასევე დასვენების დღეებში. თანამშრომლებს ყოველდღიურად სთავაზობს ბიზნეს ლანჩ მენიუს და დაბალ ფასებს.
ტიფლის ბიზნეს ტაუერში ფუნქციონირებს გამაჯანსარებელი ცენტრი.