ოფისი მდებარეობს ახალ აშენებულ, თანამედროვე სახლში ყიფშიძის ქუჩაზე. სადარბაზო იკეტება, არის დაშვების სისტემაზე. დამონტაჟებულია თანამედროვე ლიფტი. ოფისი არის ახალი გარემონტებული, საერთო ფართია 170 კვ.მ. ეს არის ერთიანი სივრცე, სამზარეულო, 2 სველი წერტილი, 2 აივანი და 2 დამოუკიდებელი ოთახი. დარჩენილია მხოლოდ იატაკის დაგება. მესაკუთრე დამკვეთის სურვილით 3-4 დღეში დაუგებს მისი სურვილის მიხედვით რბილ იატაკს ან ლამინატს. ამ სახლის ოთხივე სართულზე განთავსებულია ოფისები. პარკინგი არის სახლის ქვედა დონეზე 2-3 მანქანაზე.