ახალაშენებული, თანამედროვე სტილის სახლი დიღომი-7. აშენდა 2019 წელს, რემონტი დასრულდა 2021 წელს. საერთო ფართობი: 500 მ2. აქედან სახლის საერთო ფართობი: 370 მ2. რაც მოიცავს შემდეგ გეგმარებას: პირველ სართულზე: სამზარეულო სასადილო სივრცით ვიტრაჟული ტიპის. დიდი მისაღები, ბუხრის ოთახი საქეიფო სივრცით. 2 სველი წერტილი. ტექნიკური ოთახი. ჰოლი დიდი ჩაშენებული კარადებით. ღია ტერასა 25 მ2. მეორე სართულზე: დიდი მისაღები ოთახი. 4 საძინებელი აქედან 1 მასტერბედრუმი გარდერობით. დანარჩენი 3 საძინებელი ყველა საკუთარი სველი წერტილებით. ფრანგული აივნებით ყველა ოთახში. მესამე სართული მანსარდული ტიპის, მოწყობილია დიდი კაბინეტი, სატრენაჟორო ოთახი, თავისი სველი წერტილით. სახლში გაკეთებულია მაღალი ხარისხის რემონტი, თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი ფერთა გამა. არის ვიტრაჟული ტიპის, დამონტაჟებულია ალუმინის სლაიდ სისტემების ვიტრაჟები. ვიდეოკამერები სრულ პერიმეტრზე. ეზოს საერთო ფრთობი: 1200 მდე. ბლოკის გალავნით შემოღობილი. პულტირებული ჭიშკრით. გამწვანება გაკეთებული თავისი ავტომატური სარწყავი სისტემით. დეკორატიული იშვიათი ხე-მცენარეებით მორგული. ავტომატური განათების სისტემა, მთელი ეზოს პერიმეტრზე. გაკეთებულია ულამაზესი აუზი ზომები: 17/5-ზე, სიღრმე 1,60მ. თავისი განათებებით. მოწყობილია ფანჩატური თავისი ბარბექიუს სივრცით. ფანჩატურის ქვეშ 20მ2. მარანი, ვიტრაჟული შუშის ჭერით, თავისი სველი წერტილით და დუშით. აუზის დანადგარების ტექნიკური ოთახი. ავტოფარეხი 1 მანქანაზე, გათბობის ტექნიკური ოთახით.