სახლი მდებარეობს წავკისში, მართულ და მოწესრიგებულ დასახლებაში "წავკისის ველი", სადაც შემოსაზღვრულ და დაცულ ტერიტორიაზე უკვე ცხოვრობს 100-მდე ოჯახი და სარგებლობს დაცვის, საერთო ფართების დალაგება-დასუფთავების, რეკრეაციის და სხვა მომსახურებებით. სახლს აღნიშნულ ტერიტორიაზე აქვს საუკეთესო მდებარეობა, ეკლესიის მიმდებარედ, 600 კვ.მ.ის გამწვანებული ეზო. 120 მ2 საცხოვრებელი ფართი არის თანამედროვე არქიტექტურით აშენებული და მაღალი ხარისხის მასალებით გარემონტებული. ჯამში არის ორი სართული, პირველ სართულზე დიდი მისაღები ოთახი სადაც დამონტაჟებულია ბუხარი, სამზარეულო, სველი წერტილი. ანტრესოლი, ვერანდა გადის ეზოში, მეორე სართულზე სამი საძინებელი, დიდი აივანი, ბინა გარემონტებული, .სახლი იდეალურია ქალაქთან ახლოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოწესრიგებულ სამეზობლოში ცხოვრების მსურველი დიდი ოჯახისთვის.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მცირედი სარემონტო სამუშაოები მისაღების გასაფართოვებლად.