უძრავი ქონება წარმოადგენს საგურამოში, რაგბის ბაზის გვერდით მდებარე კერძო სახლ. 650 კვ.მ. მიწაზე 215 კვ.მ. ფართის ორსართულიანი შენობაა. სახლის მარცხენა ნაწილში, პირველ სართულზე 2 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცეა განთავსებული. პირველი სართულის დანარჩენ ფართს იკავებს დერეფანი, საერთო ოთახი, საძინებელი, სამზარეულო, სანკვანძი, ტექნიკური ოთახი და კიბის უჯრედი. მეორე სართულზე დერეფანი სამი საძინებელი და სანკვანძია, საგარდერობე და ტერასაა. ყველა საძინებელს აქვს საკუთარი აივანი. სართულებს შორის გადახურვა რკინა-ბეტონის ფილითაა შესრულებული. სახლის ფასადი დამთავრებულია, შიდა კედლები გალესილია, მაკეთებულია ელექტროობა და დგარები, პირველ სართულზე გაყვანილია იატაკის გათბობა და დაქსელილია მეორე სართულის სივრცის გათბობა. სახლი მწვანე კარკასზე მეტ კონდიციაშია.ეზო შემოღობილია და მომზადებულია აუზი 32,64 კვ.მ. ფართის.