ფუნიკულიორის პარკთან, ოქროყანის საუკეთესო ადგილას, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე, ქირავდება ორიგინალური და თანამედროვე ერთ-სართულიანი სახლი. სხვა უბნებისგან განსხვავებით ამ ქუჩაზე დაგებულია ასფალტირებული გზა, კანალიზაცია და გაზი, ქუჩა არ არის გამავალი, ირგვლივ არ არის ხმაურიანი მშენებლობები და გადატვირთული მოძრაობა.უძრავი ქონება მოიცავს:- 2 ადგილიან მანქანის სადგომს, 300 კვ.მ. წინა ეზოს ქალაქის ხედით; 200 m2 საცხოვრებელ ფართს, რომელიც შემდეგნაირადაა დაგეგმარებული: სამზარეულო (19 m2) , მისაღები (45 m2),სველი წერტილი მხოლოდ ხელსაბანით (3.4 m2), კაბინეტი (12 m2),1 en-suite საძინებელი თავისი სველი წერტილით (საშხაპით) (15+3.4m2),1 master საძინებელი სველი წერტილით (საშხაპით და ჯაკუზით) (26m2 + 11.5m2) სამრეცხაო (9 m2). სახლის მისაღებსა და სამზარეულოში არის იატაქვეშა გათბობა და თანამედროვე ბეტონის იატაკი, ასევე იატაკქვეშა გათბობაა აბაზანებში, რაც საცხოვრებელს ძალიან კომფორტულს ხდის. საძინებლებში მუხის პარკეტი და რადიატორებია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ძილის დროს ჰაერი ზედმეტად არ გამოშრეს. სახლი იქნება ძალიან კომფორტული საცხოვრებელი დიპლომატებისთვის, ვისაც სახლიდან მუშაობა უწევს, რადგან ორი დამოუკიდებელი სივრცე შეიძლება მოეწყოს, როგორც სამუშაო კაბინეტი.