თანამედოვე, ახალაშენებული სახლი თხინვალაში, საბურთალოს რაიონშია. ახალაშენებული უბანი გამოირჩევა
სიმშვიდით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. 750 კვ.მ. მიწაზე აშენებულია ორსართულიანი სახლი, რომლის საერთო ფართი 270 კვ.მ. შეადგენს. კეთილმოწყობილი და კარგად გამწვანებული ეზო დასვენების საუკეთესო საშუალებას იძლევა. სახლის პირველ სართულს იკავებს ჰოლი, ერთი საძინებელი, აბაზანა-ტუალეტი, სამარაგო ოთახი, დიდი მისაღები ოთახი სამზარეულოსთან ერთად, ტერასა. მეორე სართულზე ორი მასტერის ტიპის საძინებელია საკუთარი აბაზანებით, აქვეა კაბინეტი, საძინებელი დ აივანი. ინტერიერი სასიამოვნოა, სახლში ყველა პირობაა კომფორტული ცხოვრებისათვის.