გთავაზობთ მაღალი კლასის სახლს წავკისში. სახლი მდებარეობს წავკისის ცენტრალურ უბანში ერეკლე მეორეს ქუჩაზე. სახლი არის მაღალ დონეზე გარემონტებული, ეკოლოგიურად სუფთა ხის და ქვის მასალებით, თანამედროვე დიზაინერული დაგეგმარება. ეზო მოიცავს 1300კვ.მ დეკორატიული ყვავილებით და განათებებით. ეზოდან იშლება ულამაზესი ხედი ფუნიკულიორზე. სახლში შევდივართ პატარა შესასვლელით. საძინებლები განლაგებულია კორიდორული სისტემით. ერთ დიდ საძინებელს აქვს ინდივიდუალური სველი წერტ. შესასვლედიდან ჩავდივართ დიდ მისაღებ სივრცეში, სადაც განთავსებულია ბუხრის კუთხე. მისაღები ოთახიდან გავდივართ დიდ ტერასაზე, რომელიც აღჭურვილია ბარბიქიუს კუთხით. სახლში არის მაღალი ხარისხის ავეჯი და ტექნიკა. დაცული ქუჩა 24საათიანი წყლის მიწოდება.