კომერციული და საოფისე ფართი მდებარეობს საბურთალოს ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე პეკინის და ყაზბეგის გამზირებიდან 2 წუთის სავალზე, მეტროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საუკეთესო წვდომით. ფართი მოიცავს ბიზნეს ცენტრის ნაწილს ჯამში 1000 კვ.მ.-ით. პირველ ორ სართულს და მინუს დონეზე სასაწყობე ფართს: პირველ სართულზე არის 500 კვ.მ. ვიტრაჟული ფართი ცენტრალური შესასვლელით ქუჩიდან და იდეალურია ნებისმიერი კომერციული დანიშნულების ობიექტისთვის, მომსახურების ცენტრისთვის, წარმომადგენლობითი ოფისისთვის, ფართიდან ადიხართ მეორე სართულზე, სადაც მოთავსებულია საოფისე ფართი, რომელიც ასევე ქუჩაზე გამოდის დიდი ვიტრაჟებით, მინუს დონეზე არის 120 კვ.მ. სასაწყობე ფართი და ინდივიდუალური პარკინგი 11 მანქანაზე. ფართი გარემონტებულია, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა-გაციების და ვინტილაციის სისტემა. შენობას ორივე სართულის გაყოლებაზე აქვს ვერტიკალური კედელი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოთ თქვენი ბრენდის სარეკლამოდ ლოგოს ან ბილბორდის განსათავსებლად. ფართი იდეალურია კომპანიისთვის, რომელსაც ფართი ესაჭიროება როგორც ვიზიტორების მიღება-მომსახურებისთვის, ასევე სათავო ოფისად და ბრენდის სარეკლამოდ. პირველი სართულის ქირავნობის ფასია - 16,95 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე, მეორე სართულის ქირავნობის ფასია 12,72 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე