უძრავი ქონება მდებარეობს ვაკის საუკეთესო მონაკვეთში არაყიშვილი რეზიდენსში. კორპუსი გამოირჩევა მშენებლობის საუკეთესო ხარისხით. ლოკაცია ყველამხრივ მოსახერხებელია. კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს კვების და სავაჭრო ობიექტები. მაკდონალდსი, კარფური და სხვა, ბინა ახალი გარემონტებულია, ლამაზი დიზაინით, აღჭურვილია ტექნიკითა და ავეჯით, საუკეთესოა ინვესტიციის თვალსაზრისით. ორი საძინებელი,(ორივე საკუთარი სველი წერტილით) დიდი მისაღები და სამზარეულო. ბინა არის გამჭოლი და ორივე მხარეს აქვს დიდი აივნები. ღირებულებაში გათვალისწინებულია პარკინგი.