საუკეთესო კლასის პროექტი თბილისის ცენტრალურ ნაწილში, იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. 29 სართულიანი ენერგოეფექტური პროექტის ბინები პრემიუმ კარკასით ან შერჩეული რემონტის პაკეტით ჩაბარდება, რაც გულისხმობს 3 განსხვავებული შეთავაზებიდან სასურველი რემონტის შერჩევას. პროექტის ერთ-ერთი უპირატესობაა 6,000 კვ.მ. რეკრეაციული ზონა კეთილმოწყობილი ეზოთი, საბავშვო და სპორტული ზონით, სადაც მრავალწლიანი ხეებია განთავსებული. ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედი გადაიშლება მთაწმინდასა და კუსტბაზე. აღნიშნული პროექტი ელიტარული საცხოვრებელი პროექტია, რომლის მშენებლობაშიც გამოიყენება სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს თქვენი ცხოვრებისათვის. ფასადის მოსაპირკეთებლად გამოიყენება უმაღლესი ხარისხის იმარის ბრენდის მასალა, ხოლო მშენებლობისთვის გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური, ცეცხლგამძლე ბლოკი, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და ამცირებს ენერგიის ხარჯს 40%-ით. გარდა ამისა, ყველა ბინაში დამონტაჟებული იქნება ევროპული ბრენდის Reynaers-ის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით, რომელიც ასევე ზოგავს ენერგიის დანახარჯს. 22-ე სართულზე მდებარე ბინა 110,9 კვ.მ და მოიცავს სამ საძინებელს, ორ სველ წერტილს სასტუმრო ოთახს.