მშენებარე კომპლექსი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, ჭავჭავაძის გამზირიდან 300 მეტრში, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ, მყუდრო და ქალაქის ხმაურისგან დაცულ ტერიტორიაზე, ბინა არის ელიტარულ 21 სართულიან საცხოვრებელ სახლში, რომლის 4 სართული ეთმობა ავტოსადგომს. დახვეწილი, თანამედროვე არქიტექტურა მყუდრო გარემო, კეთილმოწყობილი ეზო, რეკრეაციული ზონა, საბავშვო და სპორტული მოედნები, პანორამული ხედები აივნებიდან.საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენება სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს. დახვეწილ არქიტექტურასთან ერთად კორპუსს საცხოვრებლად მიმზიდველს ხდის ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. შუშის აივნები, ვიტრაჟები და უმაღლესი ხარისხის გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა ბინას ნათელ და თანამედროვე ელფერს მატებს. ბინის საერთო ფართი შეადგენს 121,6 კვ.მ–ს, არქიტექტურული გეგმარების მიხედვით გვაქვს ჰოლი, ორი საძინებელი, მისაღები, იზოლირებული სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტი, ოთხი აივანი. ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა, თერმო იზოლირებული გარე კედლები, მოჭიმული იატაკი (გამზადებული პარკეტის დასაგებად), გერმანული კარ-ფანჯარა, ამერიკული ბრენდის ლიფტი, პერიმეტრული ვიდეო მეთვალყურეობა.