ბინა მდებარეობს ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე, ტატიშვილის კლინიკის პირდაპირ ახალ აშენებულ სახლში ძალიან წყნარ და ამავე დროს ძალიან ცენტრალურ ადგილას: 3 წუთია ჭავჭავაძის პროსპექტამდე, ვაკის ეკლესიამდე, კარფურამდე, ევროპროდუქტამდე და აგროჰაბამდე. არის 147 კვ.მ. 4 ოთახიანი, მაღალჭერიანი, არასტანდარტული, გაკეთებულია დუპლექსად. პირველი სართული არის 114 კვ.მ, სადაც განთავსებულია ძირითადი 3 ოთახი, იზოლირებული სამზარეულო, სველი წერტილი და 2 დიდი აივანი, მეორე (ქვედა) სართული არის 33 კვმ ერთი დიდი ოთახით (გაკეთებულია როგორც ბარი) და აბაზანა-ტუალეტით. ბინა არის ყოველნაირად მოწესრიგებული და სუფთა, დაგებულია მუხის პარკეტი, ჩასმულია ხის, ეკოლოგიურად სუფთა კარ-ფანჯრია. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი, ეზოში არის მანქანის დასაყენებელი ადგილი, რაც ზოგადად ვაკეში ძალიან ჭირს.