ბინა მდებარეობს ერთ-ერთ ელიტარულ სახლში ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, გეგეშიძის ბაღთან. სახლი არის მართული, დაცვის მეთვალყურე 24 სთ; დამონტაჟებულია თანამედროვე ლიფტი და სათვალთვალო კამერები დაცვასთან ჩამწერი სისტემით. ბინა არის გამჭოლი; გარემონტებულია ძვირადღირებული მასალებით, საერთო ფართი 152კვ.მ; იზოლირებული სამზარეულო; ერთი მასტერ ბედრუმი საკუთარი სველი წერტილით და საგარდერობო ოთახით; კაბინეტი და დიდი ოთახი, რომელიც გადის დახვეწილ ვერანდაზე. კაბინეტი და საძინებელი გადის აივანზე. ფანჯრის რაფები მოპირკეთებულია გრანიტით. სახლი არის ძალიან ნათელი; გათბობის სისტემა ფრანკოილი; ვერანდაზე დამონტაჟებულია ტენტი ავტომატური მართვით პულტის საშუალებით. სამზარეულო იტალიური ჩაშენებული ფრანკეს ტექნიკით. ბინას მოჰყვება პარკინგი 16კვ.მ, რომელიც განთავსებულია სახლის ქვედა დონეზე, სადაც ჩადის ლიფტი.