ქ.თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, კერძოთ გ.ფანჯიკიძის ქუჩაზე ქირავდება ახალაშენებულ კორპუსში 77 კვ,მ ბინა. ცხრასართულიანი კორპუსის მერვე სართულზე. სადარბაზოში კოდირებული რკინის კარებია დამონტაჟებული. ლიფტში კოდის გამოყენებით მოხვდებით სასურველ სართულზე.
ბინა არის ახალი გარემონტებული. მოიცავს სამ ოთახს: სამზარეულო და მისაღეები ოთახი სტუდიოს ტიპისაა, ორი საძინებელი, ( ერთი დიდი, მეორე შედარებით პატარა ), საგარდერობე ოთახი, ერთი სველი წერტილი,სადაც ჯაკუზია ჩაშენებული, ჰოლი და აივანი. მისაღებ და საძინებელ ოთახებში დამონტაჟებულია კონდენციონერი. არის ვიდეოზარიც. ბინა არის ნათელი და მყუდრო.
ბინაში, რემონტის დროს გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალა. ბინის ფართი არ არის დიდი,მაგრამ ოთახების განლაგება კომფორტულადაა დაპროექტებული.
ბინაში არის ყველა საჭირო ინვენტარი.
კორპუსთან ახლოს ფუნქციონირებს ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი: მარკეტი, კლინიკა და სხვა. პარალელური ქუჩაა პეკინის, ვაჟა-ფშაველა, ბუდაპეშტიი და სხვა. საპარკინგე ადგილიც არის.