ვაკის ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში მდებარე ახალაშენებული სახლი ბუტიკური ტიპისაა. გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით და გარემოზე მორგებული არქიტექტურით. სახლს ემსახურება მეინთენესის სერვისის კომპანია. პირველი ორი სართული პარკინგს და მობინადრეთა საერთო სარგებლობის სატრენაჟორო და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილ ფართს ეთმობა. სახლის მესამე სართულზე მდებარე ბინას ჩრდილო -აღმოსავლეთი მხრიდან ქალაქის შთამბეჭდავი ხედები აქვს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი მხრიდან მთის და ეზოს ხედები. ბინა მოიცავს ჰოლს, სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს და სამზარეულოს, სამ საძინებელს, ოთხ სანკვანძს, აივნებსა და ტერასებს. თანამედროვე, გემოვნებიანი რემონტი ახალი დამთავრებულია.