უძრავი ქონება მდებარეობს ვაკეში, საბჭოური ეპოქის დროს აშენებულ ხუთსართულიანი სახლის მეორე სართულზე. ბინა აბაშიძის ქუჩიდან მაღალ მეორე სართულზეა, ხოლო არაყიშვილის ქუჩიდან პირდაპირი შესასვლელი აქვს საკუთარ ტერასაზე. მეორე შესასვლელი სადარბაზოდანაა. არსებული ფანჯრების რაოდენობა საშუალებას იძლევა შიდა გეგმარება სურვილისამებრ შეიცვალოს. ბინაში ფუნქციონირებს სასტუმრო, რემონტიც შესაბამისი სტანდარტითაა გაკეთებული.