ახალაშენებულ სახლში, რომლის საკუთრებაცაა 4000 კვ.მ გამწვანებული, მოვლილი, დაცული ეზო, მესამე სართულზე ქირავდება ოთხოთახიანი ბინა, ბინა გარემონტებულია ხარისხიანი და გემოვნებიანი მასალით, მისაღები ოთახი ადაპტირებულია სამზარეულოსთან და აივანს ვიტრაჟით უკავშირდება, საძინებლები ნათელი და დიდია, ყველა მათგანში არის ჩაშენებული კარადები, სველი წერტილი სამია-ერთში აბაზანაა, ერთში კი საშხაპე.მისაღებში არის სველი წერტილი სტუმრებისთვის. სახლის 0 სართულზე არის პარკინგი, აღნიშნული ტერიტორია გამოირჩევა სიმყუდროვით და სუფთა ჰაერით, ამასთან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით