ბინა მდებარეობს ძველი, კაპიტალური სახლის მაღალ პირველ სართულზე, ქუთათელაძის ქუჩაზე, მრგვალი ბაღის მიმდებარედ. სადარბაზო სუფთა, მოწესრიგებული. ბინა არის გარემონტებული, ეზოს მხრიდან არის მეორე სართული და აქვს აივანი. საერთო ფართია 80 კვ.მ. მოიცავს დიდ ოთახს, იზოლირებულ სამზარეულოს, ერთ საძინებელს და ერთ სველ წერტილს. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით.