ბინა მდებარეობს ახალ აშენებულ, თანამედროვე სახლში, მარიჯანის ქუჩაზე, სითი მოლის მიმდებარედ. სადარბაზო მოპირკეთებული, დაკეტილი, დამონტაჟებულია თანამედროვე ლიფტი. ბინა არის ახალი გარემონტებული, მაღალი ხარისხის მასალებით. მოიცავს სტუდიოს ტიპის დიდ ოთახს და ერთ საძინებელს. დიდი ოთახიც და საძინებელიც გადის აივანზე, სადაც მოწყობილია საზაფხულო ფართი. ბინა არის უცხოვრებელი, აღჭურვილია ახალი იტალიური ავეჯითა და ტექნიკით, ასევე ყველა საჭირო საცხოვრებელი ინვენტარით.