დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე ქირავდება ახალგარემონტებული, არასტანდარტული გეგმარების ბინა, ყველა საჭირო ტექნიკით და ავეჯით. იზოლირებული ეზოთი და დიდი გალავნით. მშვიდ გარემოში არქის კორპუსების მოპირდაპირედ, ცენტრალური ქუჩიდან 70 მეტრის მოშორებით. 320 კვ/მ ეზო არის გამწვანებული მარადმწვანე ბუჩქებით, ფიჭვნარით და აგრეთვე სეზონური ხეხილით და ყვავილებით. ბინას აქვს ორი 29 კვ/მ და 13 კვ/მ სიდიდის კეთილმოწყობილი ვერანდა. 3 საძინებელი, საკუჭნაო ოთახი, დიდი სამზარეულო და სასადილო ოთახი, რომელიც გაყოფილია ბარით. ორი 30 კვ/მ მისაღები ოთახით. პირველი მისაღები არის ნათელი, აღჭურვილი უახლესი ტექნიკით. მეორე მისაღები განლაგებულია მიწის ქვეშ, ქვის და ხის დეკორით, და ბუხრით, მუსიკალური სისტემებით და ხმის იზოლაციით. იდეალური სივრცეა მათთვის ვისაც უყვარს ხმაურიანი გართობა, მეზობლებს ოთახიდან ამოსული ხმა არ შეაწუხებს. სახლი აღჭურვილია ცენტრალური გათბობის სისტემით, უახლესი ტექნიკით.