ვერაზე, ქალაქის ერთ-ერთ კოლორიტულ და ცენტრალურ უბანში, მთავარ მაგისტრალზე, მელიქიშვილის ქუჩაზე იყიდება კომერციული ფართი. ადგილი მოთხოვნადია, კარგი ხილვადობით. ფართი ვიტრაჟულია, კარგად აღქმადი. განლაგებულია ორ დონეზე. პირველი სართულის ფართია 82 კვ. მეტრი, მინუს სართულის 140. აქ ფუნქციონირებდა კვების ობიექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ სამზარეულოსა და გამწოვის თემა მოგვარებულია.