ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე ქირავდება კომერციული ვიტრაჟული ფართი. ადგილი ხალხმრავალია, ვაკე- საბურთალოს დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ, ახალაშენებული სახლის პირველი სართულია.ირგვლივაა ბრენდული მაღაზია, მარკეტები, სპორტის აკადემია და სხვა. ფართი სამ სართულზეა განლაგებული, პირველი სართული თამარაშვილის მხრიდან სარდაფულია, ეზოს მხრიდან ჩვეულებრივი პირველი სართულია. მასზე ორი ოთახია, ერთი სველი წერტილი და სათავსო. მეორე სართულზე, რომელიც ვიტრაჟულია არის მისაღები ზონა, სველი წერტილი, მცირე ზომის ბარი, სათავსო და სართულების დამაკავშირებელი კიბე. მესამე სართულიც ვიტრაჟულია ერთი იზოლირებული ოთახით და გახსნილი სივრცით. ფართში სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი, ქოლცენტრი, კლინიკა, ფიტნესდარბაზი და სხვა.