ჭავჭავაძის გამზირის შუა ნაწილში მდებარე კომერციული ფართი საბჭოური პერიოდის, მაღალჭერიანი სახლის პირველ სართულზეა. ლოკაცია საუკეთესოა ობიექტის რეკლამირებისთვის. მიმდებარედ უხვადაა სხვადასხვა ბრენდების და სავაჭრო ნიშნების მქონე ობიექტები. ვიტრაჟული, კარგად ხილვადი ფართი დუპლექსის ტიპისაა. პირველი სართული 102 კვ.მ. მოიცავს, ანტრესოლი კი 70 კვ.მ. არის მეორე გასასვლელი ეზოს მხრიდან. ფართში დამონტაჟებულია, ცენტრალური გათბობის სისტემა, კონდიციონერი და გამწოვი.