უძრავი ქონება წარმოადგენს ვაკის ერთ-ერთ კომერციულად მოთხოვნად მონაკვეთზე მდებარე ობიექტს. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ქონება საინტერესოა როგორც სავაჭრო, ასევე სამედიცინო, ესთეტიკის, სილამაზის სალონის, სასწავლო ცენტრის ან სხვა ტიპის კომერციული ობიექტის მოსაწყობად. შენობის ფასადზე ამჟამად ფანჯრებია, რომლებიც მარტივად გადაკეთდება ვიტრაჟებად. მიმდებარე ფართიც ასეთი გადაკეთების შედეგად პოპულარულ სავაჭრო ადგილად იქცა. ქონება ორი ნაწილისაგან შედგება:172,02 კვ.მ საცხოვრებელი პირველი სართული და 53,79 კვ.მ. ნახევარსარდაფი დღის განათებით.ორივე სივრცე კოპიტის მასალითაა მოპირკეთებული. მესაკუთრის განკარგულებაშია კარგად გამწვანებული შიდა ეზო, რომელიც დაახლოებით 200 კვ. მეტრია.