სოლოლაკში, ამაღლების ქუჩის ბოლო მონაკვეთში იყიდება ახალაშენებული სახლის პენტჰაუზი. ადგილი ცენტრალურია, თავისუფლების მოედნიდან 6-7 წუთის სავალზე. სახლი ერთსადარბაზოიანი და რვასართულიანია. მინუს სართულზეა პარკინგი, ლიფტის წვდომით. ფართი 440 კვ. მეტრს შეადგენს, აქედან საცხოვრებელია 152 კვ.მეტრი და დაგეგმარებულია 4 საძინებელი, 2 სველი წერტილი, იზოლირებული სამზარეულო და ჰოლი. ტერასების ფართი 288 კვ. მეტრია. ხედები პანორამულია, სახლი კლიმატურ მიკროზონაშია, მნახველს ავიწყებს თბილისში ყოფნის განცდას, სახლის ჩაბარების შემდეგ შესაძლებელია სახურავის პრივატიზება და დამატებითი ფართის მიღება.