ბინა მდებარეობს ჭავჭავაძეზე ბენდუქიძის აუზთან. ახალ აშენებულ მოთხოვნად, საცხოვრებელ სახლში. სახლი არის დასრულებული, მაცხოვრებლების უმრავლესობა არის შესახლებული. საცხოვრებელ სახლს მოემსახურება კომპანია "ბრავა" შემდეგი სერვისით: 24/7 კონსიერჟი, დაცვა, დალაგება-დასუფთავება, ტექნიკური მოვლა-პატრონობა, ლიფტების მომსახურება, გამწვანება. დაგეგმილია კურიერული მომსახურება. ადგილმდებარეობა, საერთო ფართების თანამედროვე დიზაინი და მოპირკეთება, აგრეთვე ჩამოთვილი სერვისები საცხოვრებელ სახლს ხდის ლიკვიდურს და უჩენს იჯარის კუთხით საინვესტიციო პოტენციალს, ბინა არის 58 კვ.მ. ორ ოთახიანი, გარემონტებული, მისაღები ოთახი ინტეგრირებული სამზარეულოსთან, აქვს ვიტრაჟი მთელ სიგრძეზე საიდანაც იშლება ლამაზი ხედი ქალაქზე, აქვს ერთი საძინებელი საიდანაც გადიხართ დიდი აივანზე რომელიც გადის სახლის უკანა მხარეს ასევე ლამაზი ხედებით, ერთი სველი წერტილი, ბინა აღჭურვილია ავეჯით და ტექნიკით.