ვაკეში, დახურული აუზის მიმდებარედ, ახალაშენებული სახლის მეორე სართულზე იყიდება ფართი. ცენტრალური მდებარეობის მიუხედავად ადგილი მყუდრო და მოხერხებულია. საბინადრო გარემო საქმიანია, მიმდებარედაა მრავალი სპორტული და კომერციული დანიშნულების ობიექტი. ფართი კარკასულ მდგომარეობაშია, კუთხისაა, ნათელი. აქვს დიდი ტერასა - საზაფხულო ფართი, 389 კვ.მეტრი ზომისაა, გახსნილია ერთ სივრცედ. სამხრეთ ნაწილში სახლის ფრონტალურ ნაწილზე გამოდის ვიტრაჟული ფანჯრით. საინტერესოა კლინიკისთვის, ოფისისთვის, სპორტული ან ფიტნესის პროფილის მქონე ობიექტისთვის და სხვა.