ქ.თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, კერძოთ გ.ფანჯიკიძის ქუჩაზე იყიდება ახალაშენებულ კორპუსში 77 კვ,მ ბინა. ცხრასართულიანი კორპუსის მერვე სართულზე. სადარბაზოში კოდირებული რკინის კარებია დამონტაჟებული. ლიფტში კოდის გამოყენებით მოხვდებით სასურველ სართულზე.
ბინა არის ახალი გარემონტებული. მოიცავს სამ ოთახს: სამზარეულო და მისაღეები ოთახი სტუდიოს ტიპისაა, ორი საძინებელი, ( ერთი დიდი, მეორე შედარებით პატარა ), საგარდერობე ოთახი, ერთი სველი წერტილი,სადაც ჯაკუზია ჩაშენებული, ჰოლი და აივანი.
ბინაში, რემონტის დროს გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალა. ბინის ფართი არ არის დიდი,მაგრამ ოთახების განლაგება კომფორტულადაა დაპროექტებული.
კორპუსთან ახლოს ფუნქციონირებს ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი: მარკეტი, კლინიკა და სხვა... პარალელური ქუჩაა პეკინის, ვაჟა-ფშაველა და სხვა.. საპარკინგე ადგილიც არის.