საბურთალოზე ერთ ერთ ახალ აშენებულ მრავალფუნქციურ შენობაში "ვაკე პლაზა" მდებარეობს საოფისე ფართი, მყუდროა და დაცული - მას ემსახურება დაცვის თანამშრომელი. ადგილი ადვილად მისასვლელი, ახლოს გაჩერება, მეტრო სადგური, კვების ობიექტი.
საოფისე ფართი არის 52 კვ.მ. მოიცავს ორ ოთახს, გარემონტებული ნათელი, ინტერნეტი, ცხელი წყალი, გათბობა, კონდინციონერი, სამზარეულო ჩაშენებული აღჭურვილი ტექნიკით გაზქურა, მაცივრი, აბაზანა (საშხაპე-ტუალეტი). დიდი აივანი გადაჰყურებს ეზოს (ბაღის მხარეს). ფართში არ იგრძნობა პეკინის გამზირის ხმაური. ფართში არის სიწყნარე. მანქანის დაყენება შესაძლებელია ეზოსთან ახლოს. ცენტრალური შესასვლელი არის ეზოს მხრიდან, ასასვლელი კიბითა და ლიფტით. შესვლა შესაძლებელია პეკინის გამზირის მხრიდანაც, სავაჭრო ცენტრის გავლით. შესასვლელის რემონტი მალე დასრულდება, მიწისზედა სართულზე მზადდება თანამედროვე სავაჭრო ცენტრი, ბაღის მხრიდან პატარა სცენა, ხოლო ბოლო სართულებზე გამიზნულია ბიზნეს ცენტრისა და სასტუმროს განთავსება, რაც მალე გაიხსნება.