ისანის რაიონში კობარეთის ქუჩაზე, ყველაზე აქტიურ და ადვილად მისადგომ ადგილას მდებარეობს ცალკე მდგომი კომერციული უნივერსალური დანიშნულების ფართი, შენობა ნაგებობა არის 600 კვ.მ. დგას 256 კვ.მ. მიწაზე. შიდა ფართი არის 510 კვ.მ. ღია საძაფხულო ფართი 90 კვ.მ. აქ ფუნქციონირებდა რესტორანი და ბარი. ფართი განაწილებულია სამ დონეზე, აქვს სამი შესასვლელი. ერთი შესასვლელი ცენტრალური მხრიდან საიდანაც ვხვდებით ფოიეში,ამავე სართულზე არის მოწყობილი ბარი რომელსაც ინდივიდუალური შესასვლელი აქვს, არის დიდი მოწყობილი და აღჭურვილი სამზარეულო. ფოიედან ასასვლელია კიბით და ვხვდებით დიდ დარბაზში, მესამე სართულზე არის ოთახი სტაფისთვის, კაბინეტი, ორი კუპე დარბაზი, დიდი ტერასა, ყველა სართულზე მოწყობილია სველი წერტილები.
შენობას აქვს ბრტყელი გადახურვა და შესაძლებელია ასევე ღია ტერასის მოწყობა ან სართულის დაშენება.