სასტუმრო მდებარეობს ვაჟა ფშაველას გამზირზე, მეტრო დელისის მიმდებარედ. საერთო ფართია 667 კვ.მ. პირველი სართული 337 კვ.მ, მეორე კი -330კვ.მ. მოიცავს 19 ოთახს, სამზარეულოს და სასადილო ოთახს. აქედან 16 კეთილმოწყობილი ნომერია, თავისი სველი წერტილებით. ნომრები განთავსებულია ორ სართულზე. შესასვლელი პირველი სართულიდან, ფართი გამოდგება როგორც სასტუმროსთვის, ასევე კლინიკისთვის.