ბინა მდებარეობს ახალ აშენებულ, თანამედროვე სახლში, აბაშიძეზე, ვაკის პარკის მიმდებარედ. სადარბაზო მაღალჭერიანი, მოპირკეთებული ძვირადღირებული მასალებით. სახლს ემსახურება დაცვა და კონსიერჟი 24სთ-ის განმავლობაში. დამონტაჟებულია 4 თანამედროვე ლიფტი და სათვალთვალო კამერები დაცვასთან ჩამწერი სისტემით. ბინა არის გარემონტებული, კუთხის, გამჭოლი. საერთო ფართი 360კვ.მ. მოიცავს დიდ ოთახს, იზოლირებულ სამზარეულოს, კაბინეტს, 3 საძინებელს, საგარდერობო ოთახებით და სველი წერტილებით. აქვს პარკინგი 1 მანქანაზე სახლის ქვედა დონეზე.