ბინა მდებარეობს საუკეთესო ლოკაციით აბანოთუბანში, აბანოების შუა გულში. არაჩვეულებრივი ადგილი ეკლესიების გარემოცვაში. ბინა არის ტრიპლექსი, კუთხის, ნათელი, შესანიშნავი ხედებით. გაყვანილია ცენტრალური გათბობა, დამონტაჟებულია ვიდეო თვალი, აქვს დომოფონი. შესასვლელი ბინას აქვს ინდივიდუალური ბოტანიკის ქუჩიდან პირველ სართულზე, სადაც განთავსებულია ჰოლი და სველი წერტილი. მეორე სართულზე - დიდი ოთახი ბუხრით და იზოლირებული სამზარეულო. სამზარეულო და დიდი ოთახი ორივე გადის ორ განიერ აივანზე, სადაც თავისუფლად შესაძლებელია საზაფხულო კუთხის მოწყობა. მესამე სართულზე - ორი საძინებელი, სველი წერტილით და მოსასვენებელი ნათელი ოთახი.
ბინა არაჩვეულებრივია როგორც საცხოვრებლად, ასევე კომერციული თვალსაზრისით, საოფისედ ძველ უბანში და ჰოსტელად.