ქირავდება ვერაზე , ძველი სახლი პირველ სართულზე ბინა, ს/ფ 105 კვ.მ.
ბინას აქვს მაღალი ჭერი და ამის ხარჯზე გაკეთებულია 2 ანტრესოლი, სადაც მოთავსებულია საძინებლები.
სულ არის 4 ოთახი ( აქედან 3 საძინებელი), 1 სველი წერტილი და იზოლირებული სამზარეულო.
პირველ სართულზეა მისაღები ოთახი და 1 საძინებელი.
ბინა არის ცენტრალური გათბობით და ყველა საძინებელში კონდიციონერია.
ეზოში აქვს საკუთარი ფანჩატური,რომელსაც აქვს დამოუკიდებელი სველი წერტილი.ასევე აქვს სარდაფი 30 კვ.მ.