საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს 9 სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე 150 კვ.მ ბინა, რომელიც მეტროდან 100 მეტრშია, მიმდებარედ არის ყველა ქსელური მარკეტები, აფთიაქი, კვების ობიექტი, ბანკი, სკოლა, სკვერი და სხვა.
კორპუსი არ არის ახალი აშენებული, მაგრამ საკმაოდ მყარია. სადარბაზო მოწესრიგებულია და ფუნქციონირებს ლიფტი.
ბინა არის გამჭოლი, ნათელი და სუფთა, ძველი რემონტით. გეგმარება: დიდი მისაღები ოთახი, ლოჯი, 3 საძინებელი, იზოლირებული სამზარეულო-სასადილო, 1 სველი წერტილი, 1 აბაზანა, საკმაოდ მოზრდილი ჰოლი და 45 კვ.მ-ზე მეტი ტერასა, რომლის გაერთიანებაც შეიძლება ბინასთან. აქედან იშლება ულამაზესი ხედი მთაწმინდაზე.
ეზოში არის საპარკინგე ადგილი,რომელიც იკეტება შლაგბაუმით.