პრემიუმ-კლასის აპარტამენტები თბილისში, ზემო ვაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეკრეაციულ ზონაში. ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს მდებარეობს. ევროპული B კლასის ენერგოეფექტური ნაგებობაა - ეს ნიშნავს, რომ თქვენი სახლი თბილისის საუკეთესო ენერგოეფექტური საცხოვრებელია.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული, თერმულად დაცული კედლები/სახურავები, მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრები Reynaers პროფილისგან. ორმაგი მინის ფანჯრები, მზისგან დამცავი სისტემით, ცენტრალიზებული, იატაკქვეშა გათბობის და გაგრილების სისტემა, ინდივიდუალური რეგულირების სისტემით და მრიცხველით
მზის ელექტრო სადგური კომპლექსის საერთო სივრცეებს ელექტროენერგიით მოამარაგებს.
ჩაბარების პირობები:
მწვანე კარკასი პლუს - ბინები მიყვანილია კოსმეტიკურ რემონტამდე:
- შიდა ტიხრები ბინებში - გალესილი
- იატაკში ჩადებულია გათბობის სისტემის მილები და დასხმულია არმირებული მოჭიმული იატაკი
- ჭერი თაბაშირ-მუყაო
- ჩასმულია უმაღლესი ხარისხის Raynaers-ის ალუმინის ფანჯრები მზისგან დამცავი მინებით
- ჩამონტაჟებულია მინი რეკუპერატორები
- სანტექნიკა და ელექტროობა - მიყვანილია მოხმარების წერტილამდე
- სველ წერტილებში ჩაშენებულია უნიტაზის ავზები
- დამონტაჟებულია შესასვლელი კარი
- აივნები და ტერასები მოწყობილია შესაბამისი პროექტის მიხედვით
- დამონტაჟებული „დომოფონი“
-TEKA-ს ინდუქციური ქურა (რადგან კორპუსებში გაზი არ შედის)
- კომპლექსი უზრუნველყოფილია დაცვით, დალაგების და ტექნიკური მომსახურებით, ფუნქციური სავარჯიშო დარბაზით, შიდა გამწვანებული ეზოთი, საბავშვო მოედნით.
სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა - ყველა ბინა დამთავრებულია ჩაბარების პირობის შესაბამისად, სადარბაზოებიც დასრულების ეტაპზეა - ყენდება მოაჯირები და განათები, იწყება ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები და გზის დაგება ბოლო ეტაპზეა.
გთავაზობთ 130,85 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი - 112.45 კვ.მ. საზაფხულო ფართი და მწვანე ზონა – 18.4 კვ.მ ავტოსადგომი - 1 1 კვ.მ.
სახლი უკვე დასრულებულია ნაწილობრივ შესახლებული, ეზო გამწვანებული, საჩუქრად მოყვება დიზაინის პროექტი.