ბინა მდებარეობს ვაკის შუაგულში, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "არქი თაუერი", შენობა უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური მასალითაა აგებული ( გერმანული ბრენდის, Ytong-ის ბლოკით აშენდა, რომლის თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს). შენობა ოტისის ლიფტებით, სახანძრო სისტემით, დენის გენერატორითა და წყლის რეზერვუარებით არის აღჭურვილი (შესაბამისად დენი, წყალი მუდმივად არის). მაცხოვრებლებს ემსახურება კონსიერჟი, 24 სთ-იანი დაცვა. შენობის მეორე სართულზე ფუნქციონირებს ფიტნეს დარბაზი (ASPRIA), ცნობილი ბრენდების მაღაზიები (SUPER, ENGLISH HOME....), ხოლო პირველ სართულზე ჰიპერმარკეტი კარფური carrefour, სწრაფი კვების ობიექტი ვენდისი (WENDY'S cafe). იქვე ახლოს არის ვაკის საცურაო აუზი, ვაკის პარკი.ბინა სრულადაა აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით, კომფორტული და მყუდროა საცხოვრებლად.