ბინა მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირის შუა მონაკვეთში, ახალი გზის მიმდებარედ. 22 სართულიანი საცხოვრებელი სახლში განთავსებული ბინები მაღალი მოთხოვნით ხასიათდება. მეთვრამეტე სართულზე მდებარე ბინის საერთო ფართი 60 კვ. მ შეადგენს. გეგმარებითაა: ჰოლი ჩაშენებული კარადით, ერთი საძინებელი, სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი და სამზარეულო, ერთი აბაზანა-ტუალეტი, აივანი. რემონტი ახალი და თანამედროვეა, ჩაშენებულია ავეჯი და ტექნიკა. ბინას შთამბეჭდავი ხედები აქვს ქალაქზე.