ფართი მდებარეობს გლდანში, ქალაქის ერთერთ გამორჩეულად მზარდ და მოთხოვნად უბანში. ეს უბანი დამოუკიდებელი ხასიათისაა. ქალაქის ცენტრში არსებული თითქმის ყველა სტაბილური ობიექტი ცდილობს მეორე ან მესამე ფილიალი გლდანში იქონიოს. შემოთავაზებული ფართი ხიზანიშვილის ქუჩების აღმავალი და დაღმავალი მიმართულების დამაკავშირებელ მონაკვეთშია. სამსართულიანი კომერციული დანიშნულების შენობის პირველ სართულს მარკეტი, სილამაზის სალონი და სხვა კომეციული დანიშნულების ობიექტი იკავებს. მიმდებარედ განთავსებული ფართი ვაკანტურია. საინტერესოა როგორც სავაჭრო, ასევე კვების ობიექტის მოსაწყობად. 70 კვ. მ ფართს 55 კვ.მ. დარბაზი და 15 კვ.ნ. სასაწყობე ფართი აქვს, წინ მოწყობილია საზაფხულო ღია სივრცე.