საბურთალოზე, ქალაქის ერთერთ ცენტრალურ რაიონში, ახალაშენებულ სახლში იყიდება საოფისე ფართი. სახლი ცენტრალურ გამზირზე მდებარეობს. ოფისს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან, მომცრო ზომის ოთახი დაცვის თანამშრომელისათვის და კიბის უჯრედი პირველ სართულზეა, ძირითადი ფართი მეორე სართულს იკავებს. ჰოლში რეცეფციის ადგილია, გარშემო სამუშაო კაბინეტები, სამზარეულო და ორი სველი წერტილია. ფართი გარემონტებულია, დატიხრულია საჭიროების მიხედვით, იოლად შეიცვლის გეგმარებას მოთხოვნის შესაბამისად. საოფისე ფართებზე მოთხოვნა ამ უბანში მაღალია და ერთ კვ. მ. ფასი 10 აშშ დოლარიდან იწყება.