ქირავდება 3 ოთახიანი ახალგარემონტებული ბინა საბურთალოზე, ზოვრეთის ქუჩაზე (გაგარინის მოედნის უკანა მხარე), ახალაშენებულ 7 სართულიან შესახლებულ კორპუსში. ბინის . საერთო ფართია 73 კვ.მ. მე-6 სართული; ბინას აქვს ორი საძინებელი,მისაღები ოთახი მასში გაერთიანებული სამზარეულოთი (სტუდიოს ტიპის), აივანი, ჰოლი და 1 სველი წერტილი. ცენტრალური გათბობის სისტემით. რკინის კარით, მაღალი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარით და კაფელ-მეტლახით. ჰოლი და სამზარეული მოპირკეთებულია დიაბაზის ქვით. ბინა სრულად არის აღჭურვილი ახალი, მაღალი ხარისხის ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით,ასევე კონდიციონერით. აივანზე, ჰოლსა და ოთახებში ჩაშენებულია სათავსო კარადები.